კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი და 19 გარდაცვლილი

კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი – საქართველოში მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. 67 წლის ქალი ლენჯერის კლასტერს განეკუთვნებოდა და  სახლის პირობებში მკურნალობდა. დაავადების  თითქმის უსიმპტომო მიმდინარეობის მიუხედავად, პაციენტი გუშინ დამძიმდა. ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის კიდევ სამი წევრი, რომლებიც სამკურნალოდ კოვიდცენტრებში უკვე გადაიყვანეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში,  ვირუსს  უკვე ორი პაციენტი ემსხვერპლა, თუმცა ბოლო 24 საათში, ვირუსის გავრცელების დინამიკა დადებითია და განკურნებულთა სტატისტიკა ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს. კოვიდ-19-ით  ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით, ისევ ცხელ წერტილებად რჩება აჭარა და სვანეთი.

დატოვე კომენტარი