ახალი კონკურსები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ოთხი კონკურსი გამოაცხადა. ესენია – „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი“, „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“, „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ და „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“.

საკონკურსო განაცხადები მიიღება დღეიდან 12 ივნისის 12:00 საათამდე. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა. კონკურსების მიზნებსა და დეტალებზე დღეს კულტურის მინისტრმა ისაუბრა.