ახალი ხიდი სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობას ახალი ხიდი აქვს. აღნიშნული ხიდის საშუალებით, ნარას უბანში 80-მდე ოჯახს საყანე ფართობებთან და სოფელ დიდ ნეძთან მისვლის პრობლემა მოეხსნა.

სოფელ ოქტომბერში ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა. ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.