ახალი კარავი გუმათში

სამოქალაქო მოძრაობა, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა საპროტესტო კარვები კიდევ ორ ლოკაციაზე გაშალეს.

„გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის გარდა კარავი უკვე დგას გუმათის დასახლებაში მდებარე „ენკას“ ერთ-ერთი ოფისის წინ და ასევე სოფელ ტვიშში. აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვების დადგმა კომპანიის საქმიანობის კონტროლს ემსახურება, რადგან მათივე განმარტებით, ხელისუფლებისგან გაცემული დაპირება, რომლის თანახმადაც კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერებულია, არ შეესაბამება სიმართლეს და კომპანია სამუშაოებს დაჩქარებული ტემპით ატარებს.

დატოვე კომენტარი