ახალი კანონპროექტი – ინტერვიუ შს მინისტრის მოადგილესთან

21:11, 15.09.2018

უნდა განხორციელდეს თუ არა საქართველოდან მარიხუანის ექსპორტი და რა დადებითი და უარყოფითი პროცესები შეიძლება ამას მოჰყვეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა საზოგადოებაში და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ ინიციატივის აღსრულება ქვეყანას დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს, პარალელურად დაწესდება ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც მარიხუანას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოიხმარენ. იზრდება სანქციები ამ ნივთიერების რეკლამირებისთვის, დაისჯება ის პირიც, რომელიც 21 წლამდე ახალგაზრდას მარიხუანის მოხმარებაზე დაიყოლიებს.

არის თუ არა თანხვედრაში ახალი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, როგორი იქნება ახალი ნარკოტესტი და რა სანქციები იქნება გათვალისწინებული –  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოამბის კითხვებს უპასუხა.

მსგავსი