ახალი კანონმდებლობა ახალი წლიდან
 2026 წლიდან ჯარიმები ამოქმედდა იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ზედმეტ ხმაურს გამოიწვევენ. უფრო კონკრეტულად კი ღამის საათებში, ანუ 23:00 საათიდან დილის 8 საათამდე ხმაურის ზღვარი რეგულირდება და პოლიციის მიერ შემოწმდება. კანონდარღვევა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმა პირველ ჯერზე 100, განმეორების შემთხვევაში კი 200 ლარია. შემდეგ კი სატრანსპორტო საშუალება 300 ლარით დაჯარიმდება.