ახალი კანონი შშმ პირთათვის 

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნის და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ შშმ პირებს ახალი, რადიკალურად შეცვლილი კანონმდებლობა დაიცავს.

ხელისუფლების და მესამე სექტორის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტს ემყარება. ეს ნიშნავს, რომ მომავალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფო არა მხოლოდ დიაგნოზის, არამედ მისი სოციალური პირობების და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეაფასებს და სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავს მათი სოციალური დაცვის მექანიზმებს. ანუ, სამედიცინო მიდგომას სოციალური მოდელი ანაცვლებს, რაც უფლებადამცველების მთავარი მოთხოვნა იყო.

მასშტაბურმა რეფორმამ 150 000-მდე შშმ პირის უფლებრივი მდგომარეობა ყველა მიმართულებით უნდა გააუმჯობესოს.