ახალი კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის

ახალი კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის – რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა. ამიერიდან საჯარო სექტორში სრულ განაკვეთზე დასაქმებულს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავოს. ცვლილებები ხარჯების ოპტიმიზაციისა და საჯარო სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად განხორციელდა. რეგულაციების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც.

რა გამონაკლისი არსებობს და რა შემთხვევაში შეძლებს მოხელე ორ ან მეტ საჯარო დაწესებულებაში მუშაობას – დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი.