ახალი იუსტიციის სახლი შროშაში

შროშაში იუსტიციის სახლი გაიხსნა – აღნიშნული ფილიალი მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. შროშის იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. უშუალოდ იმერეთის რეგიონში 25 იუსტიციის სახლია, სულ მალე იგეგმება თერჯოლის ფილიალის გახსნაც, მობილური იუსტიციის სახლი კი რეგიონის 15 სოფელს ფარავს