ახალი ინოვაციური სივრცე

მთაწმინდის პარკში ახალი ინოვაციური სივრცე „არტ ტენტი“ გაიხსნა.

თბილისის ტურისტულ ლოკაციაზე განთავსებული „არტ ტენტი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში კულტურულ ჰაბად იქცევა და გალერეებს, არტისტებს, კოლექციონერებს, ხელოვნებით დაინტერესებულ სტუმრებს, ფილანტროპებს და საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს გააერთიანებს. „არტ ტენტის“ პირველი ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით, „ყოფიერების ანატომია“ სხვადასხვა თაობის 30-ზე მეტი არტისტის, 200-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.

გამოფენა 25 ივლისს გაიხსნა და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.