ახალი ინიციატივა ოპოზიციაში

როგორი იქნება ოპოზიციის სამომავლო გეგმები. პოლიტიკური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის პარალელურად, ახალ ინიციატივებზე მსჯელობენ. მთავარი და საერთო მოთხოვნა – რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უცვლელია, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა თარიღთან დაკავშირებით გაჩნდა. „ლელო“ მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე, სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით უნდა ჩატარდეს, „სტრატეგია აღმაშენებელში“ კი აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს, 2022 წლისთვის კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს.

რას ფიქრობენ ინიციატივებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციური პარტიები – მათი პოზიციები ნათია ქენქაძის სიუჟეტში.