ახალი ჰიდროელექტროსადგური

 ქვეყანაში ახალი და ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა – „ხობი 2 ჰესი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. სადგურის სიმძლავრე 45 მეგავატამდეა, ელექტროენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კილოვატია საათში.

მშენებლობისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 250 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. სადგურის მშენებლობაზე 500 ადამიანი იყო დასაქმებული. ოფიციალურ გახსნას პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი ბიზნესსექტორთან ერთად დაესწრო.