ახალი ჰეპატიტი ბავშვებში

კოვიდ-პანდემიის მწვავე ფაზის გადავლის შემდეგ მსოფლიოს ახალი საფიქრალი უჩნდება. მცირეწლოვნებში აქამდე უცნობი ტიპის ჰეპატიტის შემთხვევები ფიქსირდება, რომლებიც გართულებებს იწვევს, ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო. დაკვირვება აჩვენებს, რომ დაავადებულთა უმეტესობას კორონავირუსი აქვს გადატანილი. ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია გამოვლენილი. ახლა მეცნიერების კვლევის საგანია იმის დადგენა, თუ რას უკავშირდება ახალი ტიპის ვირუსის წარმოშობა – „კოვიდ-19“-ს თუ სხვა ფაქტორებს. საქართველოში ჰეპატიტის დღემდე უცნობი ფორმა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვითარებას საყურადღებოდ მიიჩნევს და პრევენციულ ზომებს იღებს.