ახალი გზის პროექტი
კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. ბათუმი სარფს შემოვლითი გზით დაუკავშირდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის სესხი აზიის განვითარების ბანკმა გამოყო. ეს იქნება 11-კილომეტრიანი ორზოლიანი საგზაო მონაკვეთი თითქმის 8-კილომეტრიანი გვირაბით და მდინარე ჭოროხზე გამავალი ხიდით. გზის გაყვანა 2026 წელს დაიწყება. მოლოდინია, რომ ახალი პროექტი მგზავრობის დროის შემცირებასთან ერთად, რეგიონულ ვაჭრობასაც შეუწყობს ხელს.