ახალი გზა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე 

საერთაშორისო მნიშვნელობის ავტობანის კიდევ ერთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნილია.

ექსპლუატაციაში შევიდა სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის მესამე ნაწილი. რჩება მხოლოდ მეოთხე მონაკვეთი, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა გაიხსნას. ავტობანის მშენებლობა, რომელიც მგზავრობის დროს ამცირებს და გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის, თითქმის დასრულებულია. საერთო ჯამში გახსნილია 383 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა, 65 კილომეტრზე კი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალს საქართველო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით აშენებს.