ახალი გვირაბის მშენებლობა თბილისში

21:57, 08.04.2025

ერთ თვეში უნივერსიტეტის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბი გაიხსნება. ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე ექნება. შესაბამისად ბაგების ახალი ხიდიდან მომავალი ავტომობილები ქავთარაძის ქუჩას დაახლოებით ერთ წუთში დაუკავშირდებიან. ახალი გვირაბი განკუთვნილია, როგორც ქვეითებისთვის ისე საავტომობილო მოძრაობისთვის.

პროექტის მიზანი გადაადგილების გამარტივება და ქუჩების საცობებისგან განტვირთვაა.

მსგავსი