ახალი გეგმა საქართველოს წინააღმდეგ – პრემიერის განცხადება
ვინ და რა მიზნით ცდილობს ქვეყნის ტურისტული იმიჯის შელახვას და საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას – „დიფ სთეითის“ ახალ გეგმაზე და უცხო ძალების დავალებების ქართველ შემსრულებლებზე პრემიერი საუბრობს.
ახალი კოორდინირებული შეტევის მთავარ მიზნად მთვარობის მეთაური რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას, ერებს შორის ზიზღის გაღვივებას და რუსეთთან მაქსიმალურ ესკალაციას ასახელებს. ირაკლი კობახიძე გარე დირექტივების შესრულებაში ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს და ომში ჩათრევის მიზანმიმართულ მცდელობებზე მიუთითებს. „დიფ სთეითის“ გეგმის ნაწილად ცხადდება ბოლო პერიოდში გააქტიურებული მკვეთრად ანტირუსული განწყობები. მთავრობის ხელმძღვანელი საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. პრემიერის, უმრავლესობის ლიდერის და თბილისის მერის განცხადებები დროში ემთხვევა საბოტაჟის მუხლით აღძრულ საქმეს – გამოძიების დაწყების საფუძველი საქართველოში რუსი ტურისტებისადმი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია გახდა.
პრემიერის მთავარი გზავნილები და პოლიტიკური გამოხმაურება – ნახეთ თამარ წიკლაურის სიუჟეტში.