ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის პროექტი
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარია პროექტზე, რომელიც თბილისის ზღვის არეალში ახალი გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას გულისხმობს. დაგეგმილია, ახალი ატრაქციონების პარკი აშენება, რომელიც მოემსახურება, როგორც თბილისის მცხოვრებლებს, ისე დედაქალაქის სტუმრებს. ბრიტანული კომპანია LDP, ფონდ „ქართუსთან“ კონტრაქტის საფუძველზე, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.