ახალი გამწვანება

თბილისში, ყაზბეგის გამზირის 16 ნომერში კომპანია „ავერსი“ ხვალიდან ხეების სანიტარულ ჭრას განახორციელებს. ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ ადგილზე ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ნიადაგის დამუშავების სამუშაოები და ახალი ხეების დარგვა.  კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანებითი სამუშაოებისთვის შეირჩა ისეთი ხეები, როგორებიცაა კედარი, ამბრის ხე, ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი, ევროპული მუხა და კიდევ სხვა 5 სახეობა.

გამხმარი ნარგავების ჭრაზე ნებართვა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გასცა.