ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ივერიის“ გიგანტური გამოცემა წარმოადგინეს.
ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გაზეთ „ივერიის“ 1886 წლის სრული კომპლექტი, პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში, ფონდ „ქართუს“ მონაწილეობით, ორიგინალის ზომითა და ფორმით გამოიცა. დაბეჭდილი, დაზიანებული გვერდები სრულად აღდგენილია. პროექტი მიზნად ისახავს უნიკალური ისტორიული გამოცემების დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში გაგრძელდება XIX-XX საუკუნის სხვა ქართული პერიოდიკის „გიგანტური“ ასლების შექმნა.