ახალი გამოცემები ქართული კინოს ისტორიაზე
ერთ გამოცემაში თავმოყრილი უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობა.
წიგნების სერია წინა საუკუნის 40-60-იან და 60-70 წლებში გადაღებული ცნობილი ქართული მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების შექმნის ისტორიებზე გვიყვება. ორივე გამოცემა ფასდაუდებელ საარქივო ჩანაწერებს, სტატიებს, მოგონებებსა და ფოტო მასალებსაც აერთიანებს. წიგნების სერია ქართული კინოს ისტორიის გარდამტეხი პერიოდების შესახებ პირველად არ გამოიცა – ეს არის 2020 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ქართული კინემატოგრაფიის სხვადასხვა პერიოდზე მოგვითხრობს.