ახალი გადასახადი გამოცდებზე

სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებისთვის რომლებიც აბარებენ რეზიდენტურაში ან ამთავრებენ მას, ტესტირებაზე გასვლა ფასიანი ხდება. სტუდენტების ნაწილის განცხადებით სიახლის შესახებ მათ ინფორმაცია რეზიდენტურაზე დარეგისტრირების შემდეგ გაიგეს, რაც მათი შეფასებით უსამართლოა. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან მართავენ და დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ. მათივე თქმით, გამოცდის ტესტები იმდენად უხარისხოდ არის შედგენილი, რომ მასში თანხის გადახდას არ აპირებენ. სტუდენტების ნაწილი დღეს ამ საკიტხზე სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორსა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

არსებული რეგულაციით, რეზიდენტურის გამოცდაზე გასვლა სტუდენტს 80 ლარი დაუჯდება.