ახალი ფრაქცია პარლამენტში

12:25, 13.05.2021

პარტია „ლელო“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის, სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება. „ლელოს“ პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და დღეს მათ ფრაქციას სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდნენ.

მოამბე

მსგავსი