ახალი ეტაპი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ხვალ, 11 აპრილს ლუქსემბურგში, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის განაცხადის კითხვარი გადმოეცემა. ამით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა. ინფორმაცია სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა. მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს, 11 აპრილს გადასცემს. ევროკავშირის პრეზიდენტმა, კითხვარი უკრაინას უკვე გადასცა, – „მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას“. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის განცხადების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო – დაწერა ვარჰეიმ. შეგახსენებთ, რომ ხვალ ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.