ახალი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე 

ახალი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე  – ევროკავშირის კითხვარს საქართველო უახლოეს დღეებში მიიღებს. დოკუმენტში მოცემული პუნქტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსით შეიცვლება.

ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გადაეცემათ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი.