ახალი ექსპონატები ხელოვნების სასახლეს

ხელოვნების სასახლის კოლექციას უნიკალური ესკიზები შეემატა. მე-20 საუკუნის ცნობილი მხატვრის, ალექსანდრ ბენუას მიერ პარიზის გრანდ ოპერისთვის შექმნილი სამი ნამუშევარი თბილისში ჩამოიტანეს. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული რუსული სახვითი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ბენუას სხვა ცნობილ ესკიზებსაც აერთიანებს.

ხელოვნების სასახლის კოლექციაში ამჟამად მსოფლიოში ცნობილი მხატვრის, ალექსანდრ ბენუას ხუთი ნამუშევარია  წარმოდგენილი. სასახლე უახლოეს მომავალში კიდევ ექვს ესკიზს მიიღებს.  შედეგად, საქართველოს ამიერკავკასიაში ბენუას ნამუშევრების ყველაზე გამორჩეული კოლექცია ექნება.

მოამბე