სახელმწიფო შესყიდვები ახლებურად დარეგულირდება – მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი მეტი გამჭვირვალობა, კონტროლის დამატებითი მექანიზმების შექმნა და ტენდერის გამოცხადებისას, არაკეთილსინდისიერი გარიგებების გამორიცხვაა – ინიციატივა, რომელზედაც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააჟღერა. რევაზ სოხაძეს არ დაუმალავს, რომ უწყებაში, რომლის ხელმძღვანელობაც ცოტა ხნის წინ გადმოიბარა, მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. მთავარ გამოწვევად მინისტრმა პრობლემური ტენდერები, პროექტების შესრულების დაბალი ხარისხი და ვადაგადაცილება დაასახელა. მომავალში კი მსგავსი ფაქტების გამოსარიცხად ძირეული ცვლილებებიც დააანონსა.