მთავრობის ადმინისტრაცია სახელმწიფო შესყიდვების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, დამატებით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. მისი განცხადებით, მთავრობის ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელიც მომწოდებლებს ან შემსყიდველებს შორის კორუფციულ გარიგებებში შესვლას გამორიცხავს. გარდა ამისა, რეფორმის მიხედვით, იქმნება ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დიდი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე. ცნობისთვის, ახალი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გუშინ ისაუბრა.