ახალი ელჩები

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს ელჩის თანამდებობაზე სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში – დავით დონდუა, ხოლო გერმანიაში – ლევან იზორია დაინიშნა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სოფიო ქაცარავამ, „ქართული ოცნების“ რიგები და ასევე სადეპუტატო მანდატი, პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.

დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. რაც შეეხება ლევან იზორიას, ის თავდაცვის მინისტრის, ბოლოს კი დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.