ახალი დრამის ფესტივალი

რეჟისორებს, ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლებს და სახელოვნებო გაერთიანებებს პირველი ივლისიდან ერთი სივრცე გააერთიანებთ.

წელს პირველად თბილისში „ახალი დრამის ფესტივალი“ ჩატარდება. ეს იქნება დრამატურგიული ხელოვნების და პერფორმანსების შეხვედრის პლატფორმა, რომელსაც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონი უმასპინძლებს. ღონისძიებათა სერიაში მონაწილეობას მიიღებენ ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი პოლონეთიდან, მონოპიესების ფესტივალის მონაწილეები ბათუმიდან და ახალგაზრდა ხელოვანები თბილისიდან. პროგრამა ფესტივალისთვის დაწერილი პიესების წარმოდგენას, დისკუსიებს და მასტერკლასებს მოიცავს.