ახალი დიზაინის ტაქსები

კიდევ ერთი რეგულაცია დედაქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის.

მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში მგზავრებს მხოლოდ თეთრი ტაქსები უნდა მოემსახუროს. ამასთან 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ მარჯვენა საჭიანი და ორ კარიანი ავტომობილები.

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ მძღოლები. მათი განცხადებით, ავტომობილის ფერის შეცვლა დიდი ხარჯი იქნება და შესაძლოა აისახოს მომსახურების ღირებულებაზე. ნაწილი კი ამბობს, რომ მუშაობა შეიძლება საერთოდ ვეღარ გააგრძელოს.