ახალი დღე - პირველი მაისი, 2020
  • უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი საქართველოში, რომლის აღზრდილები მსოფლიო სცენების წამყვან პოზიციებზე დგანან
    ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1 მაისს 103 წლის იუბილეს აღნიშნავს – განვლილი გზა და ისტორია დაარსებიდან დღემდე
    ავტორი: მანუ მურღულია
  • რეზო ესაძე – „ქართული გენის შეცნობის ამოსავალი წერტილია თავისუფლება, რომელიც ანათებს“
    კინორეჟისორ, სცენარისტ, მსახიობ, მხატვარ, ფიზიკოს და პოეტ რეზო ესაძის ჩანაწერები პირველი არხის არქივიდან – ცნობილი ფილმების: „ნეილონის ნაძვის ხე“, „ერთი ნახვით შეყვარება“ უცნობი ისტორიები. რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
    ავტორი: ანუკა მასხარაშვილი
  • უნიკალური სიძველეთსაცავი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დოკუმენტურ მეხსიერებას ინახავს – საქართველოს ეროვნული არქივი 100 წლისაა
    სტუმარი: თეონა იაშვილი – ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი
    ავტორი: გიორგი კეკელიძე
  • მულტფილმები, რომლებიც ბავშვებს კლასიკური მუსიკის გაცნობასა და მარტივად აღქმაში ეხმარება
    ავტორი: მანუ მურღულია
  • როგორ შევინარჩუნოთ ფსიქოლოგიური სტაბილურობა იზოლაციაში – ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილის ვებინარი – ლიკა ევგენიძის რუბრიკაში
    სტუმარი: გიორგი ხატიაშვილი – ფსიქოანალიტიკოსი
    ავტორი: ლიკა ევგენიძე
  • UNFPA-ის ახალი პროგნოზით, COVID-19-ის პანდემიის გახანგრძლივება ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სავალალო გავლენას იქონიებს, მათი პროგნოზით, პანდემიის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა საგანგაშოდ გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და რომლებიც დადგებიან გენდერული ნიშნით ძალადობის, არასასურველი ორსულობისა და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ – როგორია გაეროს მოსახლების ფონდის ძირითადი პროგნოზი და რას მოიცავს მათი სამოქმედო გეგმა
    სტუმარი: ლელა ბაქრაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ახალი დღე