ახალი დღე - 5 მაისი, 2020
  • მისი ფოტოები იმდენად დატვირთული და ფერადია, შეუძლებელია არ გაოგნდე, რომ თვალს ამდენის ერთბაშად დანახვა შეუძლია, „ქუჩის ფოტოგრაფიის ღმერთიც“  სწორედ ამიტომ უწოდეს. 68 წელი ალექს ვების დაბადებიდან
    ავტორი: დეა მიქაშავიძე
  • გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე, 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა – საუკეთესო სიმღერად დასახელდა საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ნამუშევარი სახელწოდებით „Take Me As I Am“ – გამოკითხვა ვებ გვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგები გუშინ გახდა ცნობილი, ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და ამ მაჩევენბლით პირველ ადგილზე გავიდა
  • მსოფლიო კლასიკის ვირტუოზები ონლაინ საკონცერტო რეჟიმზე გადავიდნენ – ლიზა ბათიაშვილი მიუნხენიდან – დავით ალადაშვილის რუბრიკაში
    სტუმარი: ლიზა ბათიაშვილი – მევიოლინე
    ავტორი: დავით ალადაშვილი
  • როგორ უწყობს ხელს ყოველგვარ ნეგატივს დაბინძურებული ბუნება – რუბრიკაში „ეკოლოგია“
    ავტორი: ნინო იმნაიშვილი
  • თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს, ტრადიციული ფესტივალი კი შემოდგომაზე ჩატარდება. ვირტუალური ფესტივალი 30 და 31 მაისს გაიმართება, მისამართი კი იქნება – https://www.facebook.com/tbilisibookfair/
    ექვსმილიონიანი ზარალი და ანტიკრიზისული გეგმა  ქართული წიგნის ბაზრის გადასარჩენად – გიორგი კეკელიძის რუბრიკა
    სტუმარი: გვანცა ჯობავა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე
    ავტორი: გიორგი კეკელიძე
  • პანდემიის ეპიცენტრი შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადავიდა – პირდაპირი ჩართვა იტალიის ყველაზე მშვიდი კუნძულიდან
    სტუმარი: რუსუდან გელავა
  • ნიუ-იორკის მერიის კულტურის დარგის ქართველი თანამშრომელი, დიანა ბაგრატიონი, რომელმაც სულ ახლახანს დაამარცხა კორონავირუსი, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. გვიყვება საინტერესო საქმიანობის შესახებ და გვიზიარებს მომავლის გეგმებს – მსოფლიო მეგაპოლისი დღეს და თბილისის ქუჩა, რომელიც ბრუკლინში შემოდგომაზე გაიხსნება
    ავტორი: დეა მიქაშავიძე

ახალი დღე