ახალი დეტალი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

ახალი დეტალი გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეში. ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას მოკლულსა და მკვლელს შორის ქუთათელაძის კაბინეტში.

ექვსი გასროლით მოკლულს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გარდა, თავის არეში ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. ინფორმაცია მოამბეს გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა დაუდასტურა. თუმცა, რა გარემოებაში და რითი აქვს მიყენებული ეს დაზიანება მოკლულ გენერალს, ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. მანამდე კი, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გიორგი ჭანტურია ხელახლა დაიკითხა და კვლავ ელოდება დაბარებას სამართალდამცავ უწყებებში. პოლიცია კი უკვე მეორე დღეა, მდინარე მტკვარში, დიდი ალბათობით, მკვლელობის იარაღს ეძებს.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.