ახალი დეტალები „სკრიპალების საქმეში”

რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება.

„ნინა რიჩის“ სუნამოს ყალბი ფლაკონი, სასტუმროში ნაპოვნი შხამის ნაკვალევი და რუსეთის სპეცსამსახურების კვალი – მოსკოვსა და ლონდონს შორის ჯაშუშური სკანადალი გრძელდება.

რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სკოტლანდ იარდი რუსეთის ამავე უწყების თანამშრომლებს ადანაშაულებს, დამკვეთად კი პირადად ვლადიმირ პუტინს ასახელებს.

დიდი ბრიტანეთის ამ დასკვნას ეთანხმება აშშ, საფრანგეთი, გერმანია და კანადა.

ლევან ახალაია არკვევდა, ვინ არიან ალექსანდრ პოპოვი და რუსლან ბოშიროვი და როგორ მოხვდა „ნავიჩოკი“ ლონდონში.