ახალი დეტალები ბუტა რობაქიძის საქმეში

პროტესტის ფორმა თუ არასასურველი ჩვენებების გასაჯაროებისგან თავის არიდება: ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებულებმა დღეს სასამართლოს მედიისთვის პროცესების გაშუქების უფლების ჩამორთმევა მოსთხოვეს. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების: გურამ დონაძის,  ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძის და დავით იაშვილის არგუმენტები არ გაიზიარა და შესაბამისად შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც გაირკვა, ბრალდებულები ,,მოამბის” მიერ ორი დღის წინ მომზადებული იმ რეპორტაჟით არიან უკმაყოფილოები,რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვას ეხებოდა. პატრულის თანამშრომელმა დავით აბუაშვილმა 6  დეკემბერს სასამართლოს 11 წლის წინ მოყოლილი ვერსიისგან რადიკალურად გასხვავებული ჩვენება მისცა.