ახალი დასახლების შექმნის ინიციატივა ჭიათურაში

15:24, 21.08.2026

ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით, ახალი დასახლების შექმნის პროექტის წარსადგენად. კომპანიის წარმომადგენლებმა კონცეფციის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება და იმსჯელეს სამუშაოების ძირითად ეტაპებზე. თავდაპირველად დაგეგმილია ახალი დასახლებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ხოლო მომდევნო ეტაპები საინჟინრო კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და შესაბამისი ცენტრალური უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ჯგუფი განიხილავს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს, მოსახლეობის მოსაზრებებს, საჭიროებებსა და რეკომენდაციებს. სამუშაო ჯგუფის ფორმირება და კონკრეტულ ეტაპებზე მუშაობა მომავალი კვირიდან დაიწყება.

მსგავსი