ახალი ბინები ავარიული კორპუსების მცხოვრებლებისთვის 

21:49, 29.09.2025

ვარკეთილში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ავარიულ კორპუსებში უწევდათ ცხოვრება, თბილისის მერმა ახალი ბინები გადასცა.

ძველი, სამსართულიანი შენობის ახლით ჩანაცვლება ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით გახდა შესაძლებელი. ეს უკვე მეორე კორპუსია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა. თბილისის მერობის კანდიდატი ავარიულ კორპუსების სხვა მცხოვრებლებსაც მოუწოდებს, მერიას მიმართონ და პროგრამა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ. დედაქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე 10 ათასამდე სხვადასხვა კატეგორიის ავარიული შენობა და კორპუსია.

მსგავსი