ახალ აშენებულ კორპუსში ბინები კიდევ 45-მა ოჯახმა მიიღო. თითქმის ყველა მათგანი აფხაზეთიდან დევნილი ან სოციალურად დაუცველია. ოჯახები წლების განმავლობაში ბავშვთა ყოფილი საავადმყოფოს ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. მიწის ნაკვეთი ჩუღურეთის რაიონში მერიამ მოიძია და მოქალაქეებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ახალი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ახალ მოსახლეებს გასაღებები პირადად თბილისის მერმა გადასცა. პროგრამა გრძელდება, გეგმაშია იმავე ავარიულ შენობაში მცხოვრები სხვა ოჯახების ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაც.