ახალი ბინები 762 დევნილ ოჯახს
ახალ წელს, ახალ საცხოვრებელ სახლში კიდევ 762 დევნილი ოჯახი შეხვდება. თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის 11 კორპუსიდან, ოთხის მშენებლობა დასრულდა. სწორედ ამ კორპუსებში მიიღეს სრულად გარემონტებული ბინები დევნილებმა. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტია, 2026 წელს უნდა დასრულდეს. თბილისი გარდა, კორპუსები შენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და ბორჯომში. ახალი საცხოვრებელი კომპლექსები სრულად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. შედეგად დაიხურება ის კომპაქტური დასახლებები, სადაც დევნილთა ნაწილი ამ დრომდე ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში ახალი ბინებით მიმდინარე წელს უკვე 1614 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.