ახალი ბაღი ზუგდიდში

12:25, 25.08.2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალ საბავშვო ბაღებში ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. საუბარია ცხრა ბაღზე. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. უახლოეს პერიოდში კი ტენდერი გამოცხადდება ჭკადუაშის საბავშვო ბაღის მშენებლობაზეც. ამასთან, ქალაქის N9 საბავშვო ბაღში 200 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის პროექტირება დაიწყება.

მსგავსი