ახალი ბაღი სოფელ ოდიშში

15:32, 15.10.2025

ზუგდიდში, სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა. შენობა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. ოდიშის საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი