ახალი ბაღების მშენებლობა რეგიონებში
საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა და არსებული შენობების მძიმე მდგომარეობა – განახლების და ახალი სკოლამდელი დაწესებულებების აშენების მიუხედავად – რეგიონებში ბაღების პრობლემა ისევ მწვავედ დგას.
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უახლოეს მომავალში 20-მდე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 36 ახალი ბაღის მშენებლობა. სახელმწიფო 100 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ახალ ბაღებში 2 ათასამდე ბავშვი ივლის. აღსაზრდელებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად ადგილზე კეთილმოწყობილი გარე სივრცეებიც დახვდებათ.