ახალი ავტომანქანები სასწრაფო დახმარების ცენტრისთვის

ახალი ავტომანქანები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის. ავტოპარკი,  „ფიატის“ მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილთა განახლდა, რისთვისაც 870 ათასი ლარი გამოიყო.

ახალი ავტომობილები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობით და სრულიად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ახალი ავტომობილები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.