ახალი ავტობუსები

დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკს ხვალიდან ეტაპობრივად კომპანია „მანის“ მიერ წარმოებული 90 ავტობუსი შეემატება.

„ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსი 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირებზე და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა. ასევე, დაცულია მოცურებისგან. ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია მგზავრებისთვის მოსახერხებელ ადგილებზე დამონტაჟებული იუ-ეს-ბი დამტენების რვა წერტილით, ანტი-ვანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებით.

ავტობუსების საწარმოო პროცესი პოლონეთში მდებარე კომპანია „მანის“ ქარხანაში, დღეს თბილისის მერმა მოინახულა.