ახალი ავიარეისი

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა შესრულდა.

ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ-შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90% რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას.

ტალინთან ერთად, ჩარტერული ფრენები წელს ასევე ინიშნება ვილნიუსიდან.