ახალი ავიარეისი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება ემატება.

12 აპრილიდან, Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი,  ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით იფრენს. რეისები კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება. ამასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი მარკეტინგული კამპანია დაგეგმა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება. ასევე სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნში, ბაზელში, ცუგში, ლუცერნსა და ციურიხში.