ახალი ავიარეისი

ყაზახურმა ავიაკომპანია „სკატ-ეარლაინსმა“ შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. შიმკენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში სრულდება. საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად სამი ავიაკომპანია ასრულებს. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები 304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით, 10%-ით მეტია.