ახალი ავიარეისები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მალე ევროპის კიდევ 12 ახალი მიმართულებით შესრულდება.

„ვიზ ეარი“ აეროპორტში მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ თვითმფრინავებს ამატებს. 2019 წლის ბოლოდან მეოთხე ბაზირებული ბორტი რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით შეასრულებს. ესენია: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება დაემატება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი.

2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით შესრულდება.