გერმანიიდან საქართველოში რეგულარული რეისები კიდევ ერთი გერმანული ქალაქიდან შესრულდება.
კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 2 ივლისიდან დაიწყება. კიოლნი უკვე მესამე ქალაქია, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი გერმანული ავიაკომპანია „ევროვინგსი“ თბილისთან დააკავშირებს. მოლოდინია, რომ ახალი მიმართულება გერმანიიდან საქართველოში და პირიქით კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. ქართულ ავიასივრცეში, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნით მოლაპარაკებები არაერთ ავიაკომპანიასთან ახლაც მიმდინარეობს.